1 0 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"მიდი, დაიცავი, გახარია, შენს სკამზე მეოცნებე საბანაძე... უკვე მისი სადღეგრძელოები ისმევა, როგორც მომავალი შს მინისტრის"

შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე ვარლამ ხათრიძე ფეისბუქის პირად გვერდზე სკანდალურ პოსტს აქვეყნებს:

 "გახარია კარგი მენეჯერიაო, ხომ.... 

კახაბერ საბანაძე შს მინისტრის პირველი მოადგილე...

სწორედ ეს გახლავთ, კეზერაშვილის საძმოდან გადმობარგებული კადრი (გარდა იმისა, რომ ის იკავებდა კეზერაშვილის სამინისტროში კონკრეტულ თანამდებობას, ასევე, იგი სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა კეზერაშვილის კომპანიებს), რომელმაც  შსს-ში შემოიტანა ნაცბანდის მუშაობის ხელწერა, ახლანდელი სუსის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან ერთად... 

მე არ ვიცი ვისი რეკომენდაციით მოხდა მათი დანიშვნა თანამდებობებზე. კულუარულად კი გავიგე, რომ საბანაძის კანდიდატურაზე უჩა მამაცაშვილი და გახარია შეთანხმდნენ, ხოლო ხოჯევანიშვილს კი ოფიციალურად რეკომენდატორი ვინ უწერია, არ ვიცი. თუმცა, ამ შემთხვევაში,  ზუსტად ვიცი, რომ მას მფარველობას უწევდა სუსის პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი, რომელმაც ეს ჩემთან ერთ-ერთი სატელეფონო საუბრის დროს (არც ისე სასიამოვნო) თავად დაადასტურა.

მათ მოსვლისთანავე დაიწყეს ინფორმაციის მოძიება იმ პოლიციელებზე, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ქართულ ოცნებასთან და მათთან დაახლოებულ "ძველ" თანამშრომლებზე. - პროცესი ამ პოლიციელების უკანონო გაშვებით დასრულდა... 

მიზეზად რეორგანიზაცია დასახელდა, სინამდვილეში, რეალური მიზეზი გახლდათ ის, რომ ზემოაღნიშნული ადამიანები, მათ მიიჩნიეს, მინისტრთან და ამავე დროს, ბიძინა ივანიშვილთან ალტერნატიული ინფორმაციის მიმტან ობიექტებად...

ამით სრული კონტროლი დაამყარეს მინისტრთან. ინფორმაციის მიწოდებას, უკვე თავად წყვეტდნენ, თუ რა ინფორმაცია შევიდოდა მასთან და როგორი ფორმით.

ამას ჩვენ ძალოვანში "მეშოკში" ჩასმას ვეძახით... ხოდა ჩასვეს კიდევაც მინისტრი "მეშოკში"... ეს არ იყო რთული მით უფრო, რომ მინისტრი გახარია ძალოვანი სისტემისთვის ახალბედა, გამოუცდელი კადრი იყო. მას არაერთხელ მიაღებინეს გადაწყვეტილება ისე, რომ ერთპიროვნული მართველი ეგონა თავი. მერე ეს საქმე შეგნებულად და მიზანმიმართულად ჩააგდეს და რა მოხდა? გახარია იძულებული ხდებოდა, დაეწყო "გაპრავება"... 
ერთ შეცდომას მეორე მოჰყვა... 
შეცდომებს ხალხის პროტესტი, 
მერე "ბოდიში",  მერე "წერილი გინდა თუ სიხარული", "წერტილიც" კი იძახა,  მაგრამ მისი "მეშოკიდან მეშოკში" გადაყვანა აღარ დასრულდა და აღარც დაესვა "წერტილი".

შედეგად მივიღეთ წარუმატებელი შს მინისტრი. არცაა გასაკვირი, ის პოლიციელი არ იყო და ვერც გახდა. მეტიც, არც ერთი მისი მოადგილე არ არის პოლიციელი. ასევე,  დეპარტამენტების უმეტესობას არაპოლიციელი კადრები ხელმძღვანელობენ. შსს საქმიანობა სპეციფიკურ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს და ამათ ეს ცოდნა და გამოცდილება არ აქვთ. 

სხვას რას უნდა მივაწეროთ პანკისის დღევანდელი მოვლენები, თუ არა საბოტაჟს პირველი მოადგილის მხრიდან. მოლაპარაკების გამართვის პარალელურად,  მოხდა ხალხის დარბევა, ცემა, დევნა. 
დაშავდნენ პოლიციელები, სამინისტროს უგუნური გადაწყვეტილების მიღების და პოლიციელებისთვის არასწორი დავალების გაცემის გამო. 

გახარია უხუცესებთან ვერ შეთანხმდა თელავში. ჩავიდა პანკისში და დაასრულა იმით, რითიც დაიწყო მისმა მოადგილემ, საბანაძემ. თქვეს, რომ ხალხი ითხოვს ჰესი არ აშენდეს და სახელმწიფოს მხრიდან დაიწყება ადგილობრივებთან მოლაპარაკება, ვიდრე არ შეთანხმდებიან. აბა, სხვა რამით დაიწყო პრობლემა? ამას არ ითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა სწორედ? თუ ესაა შეხვედრის "შედეგი" გასაგებია, ნათელია ყველაფერი... 
დიპლომატიის ნაკლულებასაც განიცდის, თურმე, ჩვენი ეკონიმისტი და არშემდგარი შს მინისტრი... 
ისე ეკონომიკაშიც ვერ დაგვამახსოვრა დიადი საქმეებით თავი, მაგრამ ამაზე სხვა დროს.

პოლიციელები უკვე ღიად სვამენ კითხვას: ესენი შემოგზავნილები ხომ არ არიან?

რა ჰესი, რა ბასიანი, რა დაყაჩაღებები, რა პროექტები, ხალხო, სად გადააქვს ისრები  საბანაძეს. არ იქნება ჰესი, იქნება სხვა რამ. ნებისმიერი გადასაჭრელი საკითხი, რასაც პრობლემად აქცევს ეს საბოტაჟნიკი გახარიას გარემოცვა. არადა, ეს გარემოცვა  სწორედ, თვითონ დააწინაურა და ახლა, აბა, უბატონოდ ხმა გაეცით. ეგრევე შემოგისევენ დაგეშილ ტროლებს, ფეიკგვერდებიდან და დაგაბრალებენ ყველაფერს, რაც შეიძლება ნაღრძობმა ტვინმა მოიფიქროს. 

მიდი, დაიცავი, გახარია, შენს სკამზე მეოცნებე საბანაძე, არ მოიშორო. ისედაც მისი სადღეგრძელოები ისმევა სუფრასთან უკვე, როგორც მომავალი შს მინისტრის. სანამ გვერდით დაიყენებდით, მისი წარსული მაინც მოგეკითხათ, ყმაწვილობიდან მოყოლებული დღემდე, იქნებ აღმოგეჩინათ, რამე შეუფერებელი ასეთი თანამდებობისთვის. ახლა მაინც გაგეხსნას გონი და მოყვარე მტერში აღარ აგერიოს, მოყვარე მტრად აღარ მოიკიდო, ისე, როგორც აქამდე.

ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ, ხალხმა, თორემ, შენ კი წახვალ საიდანაც მოხვედი, იქ... გაუძღვები შენს ბიზნეს და ლექტორადაც აღიდგენ თავს... თვითდაჯერებული სახით და სიამაყით იტყვით სტუდენტებთან, რომ იყავით ბიზნეს ომბუცმენი, ეკონომიკის მინისტრი, შს მინისტრი. მაგრამ, იქნება ერთი ბზარი მაგ სიამაყეში ----  ვერშემდგარი პრემიერობის ბზარი..."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...