0 5 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„შემოგვივარდნენ შეიარაღებული ტიპები და ჩხრეკა მოაწყვეს.. გაიძახოდნენ, ეს ახვარი ზვიადისტები რა კარგად ცხოვრობენ თურმეო!.“ - ნინო ნადირაძე

ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე-კუზანოვა სოციალურ ქსელში წერს:

 „თუ ასეა, მაშინ მეც დავწერ, ჩემი ნიშნობის წინა დღეს, 1993 წლის 25 ოქტომბერს სახლში შემოგვივარდნენ შეიარაღებული ტიპები შსს-დან ვართო, მამაჩემის ზვიადისტობის საფუძველზე მოაწყვეს ჩხრეკა და გამსახურდიას წიგნის გამო გადაწყვიტეს დედაჩემის და მამაჩემის აყვანა. მამაჩემი ახალნაოპერაციები იყო თირკმლის კიბოს გამო და დედაჩემი წაიყვანეს, ამ ჩემმა “კრასავიცა” დედიკომ, (მაშინ 41 წლის იყო), რაღაც კარცერში გაატარა მთელი ღამე, სკამზე შემომდგარმა, ვირთხების შიშით! 20 წლის ლაწირაკმა ჩვეულებრივი მიტინგი მოვაწყე წივილ–კივილით და დილით ძლივს გამოვაშვებინე, კაციშვილი არ დამიდგა გვერდით! ასე იყო ეს! ნიშნობამ მშვიდობიანად ჩაიარა! თუმცა ჩხრეკის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ დედაჩემის ერთი ბეჭედი აღარ იყო! ნეტავ, სად არიან ახლა ის ტიპები? თან ჩხრეკის დროს გაიძახოდნენ, ეს ახვარი ზვიადისტები რა კარგად ცხოვრობენ თურმეო!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები