0 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გორში, მოქალაქეს მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმებას დაჰპირდნენ და სანაცვლოდ 3 500 დოლარი გამოართვეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თაღლითური განზრახვით, დაუკავშირდა ერთ-ერთ მოქალაქეს და დაარწმუნა იგი, რომ გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ დაასაქმებდა მას გორის მუნიციპალიტეტში არსებულ რომელიმე საჯარო დაწესებულებაში მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე. 

აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს 3 500 აშშ დოლარი გამოართვა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები