0 5 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მამა პეტრეს შვილი : " უამრავმა ადამიანმა დამაბრკოლა ეკლესიის გზაზე, განსაკუთრებით სასულიერო პირებმა"

მამა პეტრეს შვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ ემოციურ მიმართვას ავრცელებს:
"აქამდე არასდროს მითქვამს ის, რასაც ახლა ვწერ. ბევრჯერ დამიპირებია დაწერა, ხმის ამოღება, მაგრამ ადრე მეცინებოდა, ახლაც მეცინება, თუმცა არც ის მინდა, უპასუხოდ დარჩნენ ის ერთუჯრედიანი ადამიანები, რომლებიც ვითომ ქრისტეს იცავენ სხვების ლანძღვითა და შეურაცხყოფით... 

სხვა დროს უფრო ვრცლად დავწერ, დღეს ამით შემოვიფარგლები. 
კეთილო, მორწმუნე ადამიანებო, ადვილი არ არის ამდენი შურის, ბოღმის და სიძულვილის გაძლება. 

მამაჩემის არ ვიცი, მაგრამ მე არ ვაპირებ ისინი უპასუხოდ დავტოვო, ვინც ფეხებზე იკიდებს სხვის უფლებებს.

ვინც არ მომწონს იმაზე არ ვსაურობ. ვინც მომწონს, მას არ ვლანძღავ. ეჭვი მაქვს მამაჩემი მათ უფრო მოსწონთ, ვინც ყველაზე მეტად ლანძღავს და ახლა უფრო მომწონს პეტრე, "ჩემი მამაჩემი" , როგორც მას ბავშვობაში ვეძახდი, რადგან ცდილობს ცუდზე ნაკლებად იფიქროს. ახლაც, როცა გვერდით მიზის, იღიმის. მე კი არ ვბრაზდები, უბრალოდ, მინდა მასავით ძლიერი ვიყო...

ერთიც, უამრავმა ადამიანმა დამაბრკოლა ეკლესიის გზაზე, განსაკუთრებით სასულიერო პირებმა, მაგრამ მამაჩემის მეგობრული დამოკუდებულება რომ არა, არ ვიცი რა იქნებოდა..."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები