0 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობა ზუგდიდში - 17, 27 და 25 წლის ახალგაზრდები დააკავეს

პოლიციამ ზუგდიდში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს, 1994 წელს დაბადებული ზ.უ. და არასრულწლოვანი - 2002 წელს დაბადებული ლ.ჩ. კი ამხილეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ს.-მ, ორ თანამზრახველთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, დადგინდა, რომ ლ.ს.-მ სხვადასხვა დროს ზუგდიდსა და მის მიმდებარე სოფლებში კიდევ 4 მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარა და ნაქურდალის უკანონო რეალიზაცია მოახდინა,"-ნათქვამია შსს-ს განცხადებასი.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები