0 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
 დაასრულეთ დაწყებული საქმეები. თუ სირთულეებს წააწყდებით, დახმარებისთვის გამოცდილ კოლეგებს მიმართეთ. იყავით დისციპლინირებული და პუნქტუალური. ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას უფროსთან. 

კურო 
მარტივად შეასრულებთ იმ საქმეებს, რაც რთული გეჩვენებოდათ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ კოლეგებთან. ზოგიერთს სამსახურებრივი რომანის დაწყება ელის.

ტყუპი
წვრილ-წვრილი უსიამოვნებები უნდა მოაგვაროთ სამსახურში, ფინანსებთან მიმართებაში, პირად ურთიერთობაში. ჩაიწერეთ იდეები, რომლებიც დღეს "გეწვევათ". 

კირჩხიბი
დაიცავით საზოგადოებაში, თქვენს კოლექტივში მიღებული წესები. იყავით დიპლომატიური და ისე იმოქმედეთ, რომ არც საკუთარი თავი დაიჩაგროთ და სხვებსაც ასიამოვნოთ. 

ლომი
ყოველდღიური, დაწყებული საქმეები შეასრულეთ. სამსხურის და საოჯახო საკითხები თქვენი ჩარევის გარეშე არ მოგვარდება. მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას იყავით კორექტული. 

ქალწული
კარგი დღე ელით ფრილანსერებს; გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. განმარტოებისას პირად ურთიერთობაზე დაფიქრდით, გულწრფელია თქვენი გრძნობა, თუ ამ ადამიანს უბრალოდ შეეჩვიეთ. 

სასწორი 
დაიცავით წესრიგი, სამსახურშიც, სახლშიც და ფიქრებშიც. მოერიდეთ მივიწყებული საქმეების, უსიამოვნებების ამოქექვას. -0:24ნუ გააჩუქებთ ძვირფას ნივთებს, მაგრამ უსარგებლოები შეგიძლიათ მოცილოთ. 

მორიელი
მგზავრობის, შთაბეჭდილებების მიღების დღეა. საქმიანობისას იყავით პრინციპული და დაიცავით პროფესიონალური სამართლიანობა. დაგისტაბილურდებათ ურთიერთობაზე საყვარელ ადამიანთან. ეკომიურად ხარჯეთ ფული. 

მშვილდოსანი
მეტი დრო დაუთმეთ საწყებული საქმეების დასრულებას. დაიცავით ზღვარი სამსახურის საქმეებსა და გართობას შორის. ფული მხოლოდ ხარისხიან ნივთებში (ბრენდი, ექსკლუზივი) გადაიხადეთ.

თხის რქა
იყავით დაკვირვებული საქმიანი საკითხების მოგვარებისას. ზოგიერთი იმიჯს შეიცვლის ან სხვა კოსმეტიკურ ბრენდზე გადავა. შეიძლება თქვენზე წარმატებული და გავლენიანი ადამიანების შეგშურდეთ. 

მერწყული
ეს დღე ახალი საქმეების დასაწყებად, გმირობის ჩასადენად არ გამოგადგებათ. გაიუმჯობესეთ გარემო სამსახურში, ბინაში. მეტად იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. 

თევზები
ეს დღე მოგიწოდებთ სტაბილურობისა და სიმშვიდისაკენ. ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს. ეცადეთ, დრო ტყუილად არ დახარჯოთ და სასარგებლო საქმიანობით დაკავდეთ. სწორად შეარჩიეთ პროფესია, სამსახური, ცხოვრების მეგზური, მეგობრები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები