1 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალი ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძე 29 წლის გოგომ დაჭრა- რას ყვება ბრალდებულის მეზობელი

ჩამოტვირთვა

"ქუჩის ბიჭების" ერთ-ერთი სოლისტის განზრახ მკვლელობის მცდელობაში მონაწილე ორივე ქალბატონი იდენტიფიცირებულია. ერთ-ერთი მათგანი, „კურიერის“ ინფორმაციით, 29 წლის თამთა ჯანჯღავაა.

დააკავეს თუ არა ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ეჭვმიტანილები - ამ დრომდე უცნობია. ქუჩის ბიჭების სოლისტს ერთი ჭრილობა ცივი იარაღით გულის არეში აქვს მიყენებული. „კურიერმა“ ირაკლი ნოზაძის თავდასხმაში მონაწილე თამთა ჯანჯღავას სახლს მიაკვლია.

თამთა ჯანჯღავა 1989 წელს არის დაბადებული. ის თბილისის ერთ-ერთ უბანში მამაკაცთან და ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობდა. მეზობლების მას დადებითად არ ახასიათებენ.

„ვიღაც გიჟები იყვნენ ეს ნაღდად ვიცი, ხან წყალს უშვებდნენ. კაცი იყო რაღაც ძალიან არასასიამოვნო, ვიღაც ქალიც იყო ასაკოვანი“-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ჯანჯღავას უკვე ყოფილი მეზობლები ამბობენ, რომ ქალი და მამაკაცი არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებდა.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე გუშინ სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, თუმცა უცნობია, ჩატარდა თუ არა ჩხრეკა.  

„კურიერის“ ინფორმაციით, გუშინ შემთხვევის ადგილზე ორ გოგონასთან ერთად  მამაკაციც იმყოფებოდა, თუმცა ამ ინფორმაციას შს სამინისტროში არ ადასტურებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები