1 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისში არასრულწლოვანი ჩაცმულობის და გარეგნობის გამო სცემეს - დაკავებულია ორი პირი

ჩამოტვირთვა

თბილისში არასრულწლოვანი ჩაცმულობის და გარეგნობის გამო სცემეს. სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1992 და 1994 წელს დაბადებულმა ახალგაზრდებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 2001 წელს დაბადებულ მოზარდს, რის შემდეგაც მომხდარის შესახებ მან პოლიციას აცნობა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ინციდენტის მონაწილე პირები შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო, სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

„ცემის ფაქტს მაინც ჰქონდა ადგილი , მოასწრო მამაკაცმა და მას შეუერთდა ინციდენტის ადგილას კიდევ ერთი მამაკაცი 24 წლის და დაუწყეს ბავშვებს ცემა. ერთ-ერთს მუცელში ურტყამდნენ, დაზიანებული აქვს ხელი და ფეხი.

მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთონ საჯარო განცხადებები. აცნობონ მოსახლეობას, რომ ლგბტ ადამიანის უფლებები, ეს არის ადამიანის უფლებები,“-განაცხადა „თანასწორობის მოძრაობის“ წევრმა, ნინო ბოლქვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები