1 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ავჭალაში მომხდარი ცოლ-ქმრის მკვლელობა გაიხსნა - ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცია

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობის ფაქტი გახსნა, რომელიც მიმდინარე წლის 14 იანვარს ზაჰესის დასახლებაში, ავჭალის ქუჩაზე მოხდა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ნ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს თბილისში, ზაჰესის დასახლებაში, ავჭალის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში, ნაცნობს - 1951 წელს დაბადებულ ე.ტ.-სა და მის მეუღლეს - 1968 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ორივე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 109-ე და 236-ე მუხლით.

საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა გამოვლენილ დანაშაულზე შესაბამის რეაგირებას ახდენს. უწყებამ, ბოლო პერიოდში რამდენიმე გახმაურებული მკვლელობის და ყაჩაღობის ფაქტი გახსნა, მათ შორისაა 2017 წლის 5 აგვისტოს, ბათუმში მომხდარი მკვლელობისა და თბილისში წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი. უწყება დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აქტიურად განაგრძობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები