0 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

თბილისში საახალწლო გარევაჭრობისთვის ტერიტორიები უკვე ცნობილია

საახალწლო დღეებში, 18 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, თბილისში გარევაჭრობა ნებადართულია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში:

გლდანი-ნაძალადევში:
• მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია; მარატ ნოზაძის ქუჩა
• მუხიანი: დუმბაძის გამზ. II მრ.რ.
• თემქა: ყოფილი V სამშობიაროს მიმდებარედ
• გურამიშვილის გამზირი


დიდუბეში:
• დინამოს ბაზის მიმდებარედ: პაიჭაძის და მიქელაძის ქუჩების კვეთა
• დიდუმის მეტროს მიმდებარედ (ოკრიბა-გრაფიკულად): ტრანსპორტის ქუჩა
• დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ: წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩები

ვაკე-საბურთალოზე:

• დელისის მეტროს მიმდებარედ
• მეტრო ვაჟა-ფშაველას მიმდებარედ
• ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარედ: შარტავას ქ.
• სპორტის სასახლის მიმდებარედ


ისანი-სამგორში:

• ნავთლუხის ბაზრის მიმდებარედ: მეველეს ქუჩა
• ვაზისუბანი: I მრ.რ. 12-ე კორპუსის მიმდებარედ
• ვაზისუბანი: ვ კუპრაძის ქუჩა, N10
• მეტრო ვარკეთილის მიმდებარედ: ჯავახეთის ქუჩა

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ გარე ვაჭრობისთვის გამოყოფილ ადგილებზე დახლების მოწყობა თავად მოვაჭრეებს მოუწევთ:

"ყველა რაიონში იქნება გამოყოფილი ადგილები. მერია კონკრეტულად ამ ლოკაციებზე არ უზრუნველყოფს კაპიტალური ნაგებობების მოწყობას, მოქალაქეებს თვითონ ექნებათ შესაძლებლობა ამ ფართის მიხედვით მოაწყონ. ავტომანქანების გადაადგილებას უზრუნველყოფს საპატრულო პოლიცია და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შეფერხებები არ გვქონდეს დედაქალაქის მასშტაბით", - აცხადებს ირაკლი ბენდელიანი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები