0 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"ქალაქში სიცოცხლე უნდა იგრძნობოდეს, ქალაქი უნდა იყოს სიყვარულით სავსე"- კახი კალაძე საარჩევნო უბანზე მივიდა

მმართველი გუნდის დედაქალაქის მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი საირმის ქუჩაზე მდებარე 64-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა. 

„არჩევანი გავაკეთე, რომ ქალაქი იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული, ქალაქი ურბანულად გამართული იყოს და ქაოტური განაშენება არ ხდებოდეს. ქალაქში სიცოცხლე უნდა იგრძნობოდეს, ქალაქი უნდა იყოს სიყვარულით, ისტორიითა და კულტურით სავსე. მჯერა, რომ ამას ერთობლივად შევძლებთ და მოვახერხებთ“, - განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები