0 5 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს - კომპანიებმა სემეკ-ს ინიციატივით უკვე მიმართეს

Georgian Water and Power-მა,  რუსთავისა და მცხეთის წყლის კომპანიებმა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიას ტარიფის გაზრდის გეგმიური განცხადებით მიმართეს.

 მარეგულირებლ კომისიას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებმაც მიმართეს.

შეიცვლება თუ არა სამომხმარებლო ტარიფები, სემეკში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, რადგან კომისია საკითხის განხილვა ჯერ არ დაუწყია და ამისთვის კანონმდებლობით 150 დღეს აქვს განსაზღვრული.

„ყოველწლიურად ტარიფების გადახედვა არის საკანონმდებლო მოთხოვნა და ამ ეტაპზე, როდესაც ჯერჯერობით სატარიფო განაცხადებია წარდგენილი და ანალიზი არ დაწყებულა, იმის თქმა, თუ რა ცვლილებები იქნება სამომხმარებლო ტარიფებში, შეუძლებელია, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი მასალაა გასაანალიზებელი,“ - განაცხადა სემეკ-ის ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა, გივი სანიკიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები