1 5 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე მივიდა

„Gem-Fest”-ის ორგანიზატორი გიორგი სიგუა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იმყოფება. საგამოძიებო უწყებაში სიგუა რამდენიმე წუთის წინ მივიდა. როგორც დაკითხვის დაწყებამდე მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორმა განაცხადა, ის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

 „დაწყებულია რაღაც ფაქტზე, რომ ვიღაცას დაუზიანდა რაღაცა ქონება, რომელშიც ჩვენ არავინ არ გვადანაშაულებს, მე არავინ არ მადანაშაულებს. ცოტათი გაუგებარია ეს ყველაფერი და მაგიტომაც მოვედი, მაგიტომ ჩამოვედი საქართველოში, რომ ეს ყველაფერი გავარკვიო. რატომ ამოიღეს სრული დოკუმენტაცია ჩვენი ოფისიდან, რატომ წაიღეს ჩვენი კომპიუტერები. რას ეძებენ, რისი პოვნა უნდათ.

 

არც ერთი თეთრი ჩვენს კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მიუღია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული გადაუხადეს პირდაპირ იმ არტისტებს, რომლებმაც დაუკრეს ჯემფესტზე. ეს არის ნაწილი თანხის, დანარჩენი ჩვენ გადავუხადეთ. რა ფინანსურ დარღვევებზე შეიძლება იყოს საუბარი წარმოდგენა არ მაქვს. შევალ და გავარკვევ,“-აცხადებს გიორგი სიგუა. 

 

სიგუას თქმით, საგამოძიებო სამსახურს ფესტივალის ჩატარების ყველა დოკუმენტაცია გადაეცა. 

„ყველაფერი არის კონტრაქტებით, არაფერი არ დავმალეთ, ყველაფერი გავატანეთ. ჩვენ თვითონ რომ გვინდოდეს დავა, ვერ დავიწყებთ, იმიტომ, რომ ყველაფერი დევს აქ,“ - განაცხადა გიორგი სიგუამ.

ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვასა და შესაძლო ფინანსურ დარღვევებზე მოკვლევა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.

საგამოძიებო უწყებას აინტერესებს, სად წავიდა სახელმწიფოს მიერ ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონ 900 ათასი ლარი და ჩაიდინეს თუ არა ფინანსური დანაშაული ორგანიზატორებმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები