0 5 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

შსს მთაწმინდაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს

მთაწმინდაზე  ხანძრის ლოკალიზაციის მიზნით ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე, საკმარისი რაოდენობით წყლის ცისტერნა. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება გართულებულია. თუმცა, მეხანძრე-მაშველების ეფექტური მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე აღარ არსებობს. 

დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები