1 9 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

გელა ხვედელიძე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიუ ჰოსპიტალში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მას ამ წუთებში გადაუდებეილი სამედიცინო დახმარება უტარდება. გელა ხვედელიძეს ყბა-სახის მოტეხილობა აქვს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, ხვედელიძის ოჯახის წევრები და ახლობლები. 

შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე თავდასხმა დღეს დილით მოხდა. მას თავს საცხოვრებელ სახლთან, თარხნიშვილის ქუჩაზე დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, თავდასხმაში ორი ნიღბიანი პირი მონაწილეობდა.

შემთხვევის დროს გელა ხვედელიძესთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე. შესაბამისად, სამართალდამცველები მარეხი ფერაძის დაკითხვას გეგმავენ. ხვედელიძის სახლთან ამ წუთებში კრიმინალსიტები მუშაობენ. 

ასევე იგეგმება ქრონიკა პლუსის რედაქტორის ელისო კილაძის დაკითხვა. ელისო კილაძემ თავდასხმიდან მალევე კურიერთან კომენტარი გააკეთა, სადაც ირწმუნებოდა, რომ გელა ხვედელიძეზე თავდასხმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის შურისძიებას უკავშირდება, რომლის შესახებაც შესაბამისი გზავნილები მათ ჯერ კიდევ გუშინ მიიღეს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები