1 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

28 წლის ქართველი გოგო საზღვარზე ჩემოდნის საშუალებით გადაჰყავდათ

თურქეთის პოლიციამ ქვეყნის ჩდილო-აღმოსავლეთ საზღვართან, ართვინის პროვინციაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. ისინი მაშინ დააკავეს როდესაც, მამაკაცს 28 წლის ქალბატონი საზღვარზე ჩემოდნის საშუალებით გადაყავდა.

პოლიციის თანამშრომლებმა ბარგი საეჭვოდ მიიჩნიეს და მფლობელს მისი გახსნა მოთხოვეს. გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მასში ქალბატონი იჯდა.

ეჭვმიტანილებმა საზღვარი სარფში გადალახეს, თუმცა ისინი ჰოფაში აიყვანეს. დაკითხვისას გაირკვა, რომ ქალბატონის დეპორტაცია თურქეთიდან სამი თვის წინ განხორციელდა, ვიზის მოქმედების გასვლის მიზეზით.

სამი დღის წინ თურქეთში მსგავი შემთხვევა დაფიქსირდა. ართვინში პოლიციამ ადამიანი იპოვა, რომელიც საზღვრის გადასალახად ჩემოდანში იმალებოდა, აყვანილების ვინაობას თურქეთის პოლიცია არ ასახელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები