2 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის სამი მოქალაქე დააკავა

ჩამოტვირთვა

შსს-ს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აჭარის ა/რ-ის და გურიის რეგიონალური კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თურქეთის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე: 1961 წელს დაბადებულ ვაჰდი აბდულ ს., 1973 წელს დაბადებული ათილლა ა. და 1974 წელს დაბადებული მეჰმეთ ალი ი. ბათუმში დააკავეს.

ვაჰდი აბდულ ს.-ს ბრალი ედება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ათილლა ა. ბრალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მუქარაში, თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 106/2 ა.62 მუხლით, მეჰმეთ ალი ი.-ს კი ბრალი ედება თაღლითობაში, თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 157/1 და158/1 მუხლებით.

ამ დროისთვის სამივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები