1 7 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"გვინდა, ჩვენი მეგობარი ქვეყნების სამსახურებს ვაცნობოთ, რომ დღეს, ჩვენს ქვეყენაში სახელმწიფო სამსახურები გამოიყენება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად"

გვინდა, ჩვენი მეგობარი ქვეყნების სამსახურებს ვაცნობოთ, რომ დღეს, ჩვენს ქვეყენაში სახელმწიფო სამსახურები გამოიყენება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად - ამის შესახებ განცხადება, თიბისი ბანკის ერთ ერთმა  დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე საუბრისას გააკეთა. 

„ეს მცდელობა, რომელიც განსაზღვრულია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ და რომლებიც აგრძელებენ სამწუხაროდ, პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას, ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩვენი კანონიერი სახსრების ბლოკირება მოხდეს ბრიტანეთში, ამისთვის გამზადებულია ყადაღის გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ დამტკიცებული. სასამართლოს იმის ნაცვლად, რომ გადაეხედა არის თუ არა რაიმე საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ფულადი სახსრები არის უკანონო, არის თუ არა მტკიცებულება და საფუძველი ამისთვის, ნაცვლად ამისა, პირდაპირ დაადასტურა ყადაღის მოთხოვნილება. ჩვენ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ბრიტანულ სამსახურებთან, მზად ვართ, თითოეული ჩვენი ფუნტისკანონიერება მათ დავუმტკიცოთ. ამავდროულად, გვინდა ჩვენი მეგობარი ქვეყნების სამსახურებს ვაცნობოთ, რომ დღეს, ჩვენს ქვეყენაში სახელმწიფო სამსახურები გამოიყენება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად. ამიტომ, მათ მიერ გადაგზავნილი მოთხოვნები ყოველთვის უნდა გადამოწმდეს საფუძვლიანობის და მიზნების მიმართებაში“,- განაცხადა ჯაფარიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები