1 7 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"არც ერთი განვითარებული ქვეყანა არ აღიარებს ამ ე.წ. არჩევნებს" - კალაძე

არც ერთი განვითარებული ქვეყანა არ აღიარებს ამ ე.წ. არჩევნებს - ამის შესახებ განცხადება, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ გააკეთა. მისი თქმით, ოკუპაციის პრობლემას უნდა ვებრძოლოთ, ჭკუით, განათლებით, წინსვლით, ეკონომიკური გაძლიერებით

“არც ერთი განვითარებული ქვეყანა არ აღიარებს ამ ე.წ. არჩევნებს. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, თითქოს, საერთაშორისო დამკვირვებლები ჰყავდათ ჩაყვანილი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, რომლებიც დროებით არის ოკუპირებული და ჩვენ, ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანები ამის წინააღმდეგ. შესაძლოა, ვიღაცას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს და არ ეთანხმებოდეს რაღაცებში „ქართულ ოცნებას“, თუმცა ეს არის ის თემა, სადაც უნდა იყოს გაერთიანება და ამ ძალით უნდა ვებრძოლოთ ოკუპაციას. ამ პრობლემას უნდა ვებრძოლოთ ჭკუით, განათლებით, წინსვლით, ეკონომიკური გაძლიერებით“,- განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები