2 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მირზა სუბელიანი საპყრობილეს ტოვებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებული, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი პენიტენციურ დაწესებულებას 4 დღეში დატოვებს. 

სუბელიანი შეფარდებული სასჯელის მოხდას 8 ივლისს დაასრულებს.

9 ივნისს მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

მირზა სუბელიანი, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამაა.

დანაშაულის ჩადენის დროს ის მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში მუშაობდა, თუმცა ამ ფაქტის გამო თანამდებობა მალევე დატოვა.

ერთ-ერთი მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა სუბელიანს ბრალდებულების სასარგებლოდ საქმეში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებდა და მის დაპატიმრებას ითხოვდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები