2 1 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხელისუფლება გახარიას გადასარჩენად 20 ივნისის სისხლიანი ღამის სპეცრაზმელებზე გადაბრალებას გეგმავს

იმაზე საუბარი, რომ უშუალოდ რიგითი სპეცრაზმელები და  პოლიციელები არიან დამნაშავე და არავის ბრძანება არ გაუცია, ეს არის იმდენად უტიფრობა და საბჭოთა სისტემის განსახიერება, რომ რეალურად საუბარი უკვე გონიერებაზე ზედმეტია - ეს განცხადება, ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლებაში გიორგი გახარიას გადასარჩენად, ახალი გეგმა მუშავდება. 

ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ სისხლიან ღამეზე სრული პასუხისმგებლობა, მხოლოდ სპეცრაზმს დაეკისროს. 

მინიშნებები სპეცრაზმელების ბრალეულობაზე მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან გაკეთდა. კერძოდ პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ თუ ემუქრება საფრთხე, პოლიციელს არ სჭირდება გადარეკვა და ნებართვა მინისტრისგან.

„იმაზე საუბარი, რომ უშუალოდ რიგითი სპეცრაზმელები და  პოლიციელები არიან დამნაშავე და არავის ბრძანება არ გაუცია, ეს არის იმდენად უტიფრობა და საბჭოთა სისტემის განსახიერება, რომ რეალურად საუბარი უკვე გონიერებაზე ზედმეტია.

"უნდა ვიცოდეთ მარტივი ფორმულირება, ბრძანებას ექვემდებარება შს სამინსიტროს ყველა თანამშრომელი, ბრძანების გამცემი ადამიანები იყვნენ ვერტიკალურად და წყობა არის შემდეგი: ეს არის ბიძინა ივანიშვილი, გახარია, ჩუბინიძე და კოორდინაციაში  ყველა სამართალდამცველ უწყებასთან, ასევე რეალურად იმ სამმართველოს უფროსებთან, რომლებიც ასევე იდგნენ კორდონის მიღმა,“-ამბობს ხატია დეკანოიძე.

ერთ-ერთი ვერსიით, სცენარი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა ასეთია - მმართველი გუნდი აპირებს თქვას, რომ სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებისგან საფრთხე დაინახეს, სროლა საკუთარი გადაწყვეტილებით დაიწყეს, ცენტრალური ბრძანება კი არ არსებობდა.

ასეთ შემთხვევაში გამოძიება ვერც გახარიას, ვერც ანზორ ჩუბინიძის და ვერც იმ მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხს ვერ განიხილავს, ვინც სისხლიანი ღამის მოწყობის გადაწყვეტილება რეალურად მიიღო. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პოლიციელებისთვის პასუხისმგებლობის გადაბრალება უტიფრობაა, რადგან ყველამ იცის, რომ ბრძანების გამცემი იყო ივანიშვილი, შემდეგ კი გახარია და ჩუბინიძე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები