2 1 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ასეთ ქაოსში, რომელი ტყვია საით გავარდა და ვის რომელი მოხვდა, ამის დადგენა არის ძალიან რთული - ხუციშვილი

ასეთ ქაოსში, რომელი ტყვია საით გავარდა და ვის რომელი მოხვდა, ამის დადგენა არის ძალიან რთული - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი ზაზა ხუციშვილი და დანსძენს, რომ შს მინისტრმა, 20 ივნისის ღამეს, აქციის მონაწილეების დარბევით, ქვეყანას დიდი საფრთხე აარიდა. 

ხუციშვილის განცხადებით, სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტება მხოლოდ იმ შტურმზე პასუხი იყო, რაც აქციის მონაწილეების მხრიდან რამდენიმე საათი გრძელდებოდა. 

„თუ ვართ სამართლიანები, პირველი დავიწყოთ იმით, რომ არა ის შტურმი 2 საათზე მეტი დროის, არაფერი არ მოხდებოდა, ეს ადამიანები იდგებოდნენ  რამდენი ხანიც უნდოდათ და დაიშლებოდა სახლში. მე აქედან ვუყურებდი მოვლენებს და მინდა, გითხრათ, გიორგი გახარიას უწყებამ, ჩვენ პარლამენტი და დეპუტატები დაიცვა ძალიან დიდი საფრთხისგან. აღიარა კაცმა, რომ სადაც მოხდა გადაცდომა და ამის ნიშნები იკვეთება, 10-ს შეუწყდა უფლებამოსილება და 2-ზე იკვეთება სისხლის სამართლის ნიშნები. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ასეთ ქაოსში, რომელი ტყვია საით გავარდა და ვის რომელი მოხვდა, ამის დადგენა არის ძალიან რთული, ამიტომ ამას სჭირდება გონივრული დრო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას პასუხები გაეცემა“, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები