2 1 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გიორგი გახარია არის ამოღებული მიზანში, იმიტომ რომ არის პოპულარული მინისტრი - ზაზა ხუციშვილი

გიორგი გახარია არის ამოღებული მიზანში, იმიტომ რომ არის პოპულარული მინისტრი, - აცხადებს  უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილი იმასთან დაავშირებით, რომ უნდა დადგეს თუ არა შს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

ხუციშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარია პირობას შეასრულებს და საქმე გამოძიებულ იქნება.  პოლიციაში არის 40 ათასი თანამშრომელი. გიორგი გახარია დაახლოებით ერთი წელია მინისტრია. ვერც ერთი მინისტრი თავის უწყებაში ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ არავინ გაიხედავს ქრთამისკენ, არავის მოუვა გადაცდომა - ამბობს ხუციშვილი. 

“თუ მოხდა ისეთი ფაქტი, როგორიც ხდებოდა ვანო მერაბიშვილის დროს, რომ არც ერთ უმძიმეს დანაშაულზე არავინ პასუხი არ აგო და პირიქით, დააწინაურეს და შეგახსენებთ, რომ გირგვლიანის საქმის ორი მთავარი ფიგურანტიდან ერთი მინისტრად დააწინაურეს და მეორე პრემიერ-მინისტრად - ვგულისხმობ მერაბიშვილს და ახალაიას. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთი რამ არ იქნება. დადო პირობა გახარიამ, რომ გამოძიებული იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პირობა შესრულდება”, -აცხადებს ზაზა ხუციშვილი.

ხუციშვილის თქმით, გიორგი გახარიამ ის, მისი კოლეგები და პარლამენტი დაიცვა შეტევისგან.

“ეს იყო ორსაათიანი ინტენსიური შეტევა და რამდენჯერმე აქედან გაყრილი ხალხი ისევ მობრუნდა, მათ შორის მას შემდეგ, როცა გაზი გამოიყენეს, ისევ შეიკრიბნენ და უკვე უფრო მეტი შეიარაღებული რკინებით და ჯოხებით მოვიდნენ, ამიტომ ამას ხელს ნუ დავაფარებთ. თუ გვინდა ვიყოთ სამართლიანები, თქვით, რომ იყო სერიოზული შტურმი, მაგრამ დაშლის დროს, ბოლო ფაზაზე, გამოჩნდა, რომ იყო რამდენიმე გადაცდომა, ამაზე უნდა იყოს რეაგირება”, - აცხადებს ხუციშვილი.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები