2 1 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მე გუშინ 93 დაჩოქილი დეპუტატი ვიხილე და ნამდვილად არ მაქვს იმის განცდა, რომ თქვენ პირუთვნელი მოსამართლე იქნებით"

გუშინ 93 დაჩოქილი დეპუტატი ვიხილე და ნამდვილად არ მაქვს იმის განცდა, რომ თქვენ პირუთვნელი მოსამართლე იქნებით, - ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებულმა წევრმა ნიკა მელიამ მოსამართლე თემურ გოგოხიას, რომელიც მისი ბრალდების სისხლის სამართლის მოსამართლეა.

„რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე ჩემი პოზიცია არაერთხელ დამიფიქსირებია ჩინჩალაძე-მურუსიძესთან დაკავშირებით. მე გუშინ 93 დაჩოქილი დეპუტატი ვიხილე და ნამდვილად არ მაქვს იმის განცდა, რომ თქვენ პირუთვნელი მოსამართლე იქნებით. თქვენ არ ხართ ჩვეულებრივი მოსამართლე, თქვენ ხართ კოლეგიის თავმჯდომარე, ჩინჩალაძის მეგობარი. მე ვერ ვიტყვი იმ სიტყვას, რომელიც გულს მოგილბობთ. უბრალოდ იცოდეთ ჩემი წარმოდგენა თქვენდამი. არიქა, ახლა სხვანაირი ნიკა მელია მიხილოთ, რომ პატიმრობა არ შემიფარდოთ, ვერც თქვენ ეღირსებით და ვერც ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა მელიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები