მსოფლიო
ზუგდიდში,ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორი გიორგი კაპანაძე დააკავეს
2019-05-19 16:14:47
ჩამოტვირთვა
ზუგდიდში, ინტერნეტ მედია ჯგუფის (itv.ge, presa.ge, droni.ge) დირექტორი, გიორგი კაპანაძე დააკავეს. ის itv.ge-ს გადამღებ ჯგუფთან ერთად სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა რა დროსაც პოლიციამ დააკავა.
ამ დროისთვის გიორგი კაპანაძე ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში ჰყავთ გადაყვანილი.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.
კომენტარები