0 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ აიცილა ომი" - მდინარაძე ჩაჩიბაიას განცხადებაზე

„ოკუპანტთან ომი იყო ერთ შემთხვევაშიც, მეორე შემთხვევაშიც“- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ვლადიმერ ჩაჩიბაიას სკანდალურ განცხადებას.

მამუკა მდინარაძემ წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მაშინდელმა მთავრობამ თავისი არასწორი ნაბიჯებით თავიდან ვერ აიცილა ომი.

„ზუსტად ვიცით ისიც, რომ ხელი შეუწყო თავისი არათანმიმდევრული მოქმედებით მაშინდელმა ხელისუფლებამ. მან ვერ უზრუნველყო, რომ ეს ომი თავიდან აეცილებინა. ვერ უზრუნველყო პროვოკაციები თავიდან აეცილებინა. ვერ უზრუნველყო საკუთარი მოსახლეობის და ჯარისკაცების სწორი მოქმედება და დაცვა მათი. ეს არის საკითხი, რომელიც არ გადაიხედება,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსულ აგრესიას სამოქალაქო ომი უწოდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები