0 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ადგილი ჰქონდა შეცდომას, რომელიც დაუშვა სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა"- პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტის გადაზიარებაზე, სადაც ტრამპი პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.

„უკვე არაერთხელ განვაცხადე, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გადაცდომას. შეცდომას, რომელიც დაუშვა სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა, თუმცა ეს იყო პირველადი შეფასება. ამ დროისთვის სხვადასხვა ფაქტის გაანალიზებით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ასევე კიბერთავდასხმის გამორიცხვაც. ვფიქრობთ, საჭიროა საკითხის მოკვლევა. სხვათა შორის, შეიძლება ეს არც არის პირველი ფაქტი. რამდენიმე დღის წინ კიბერშეტევა განხორციელდა ერთ-ერთი თანამშრომლის ერთ-ერთ სოციალურ ანგარიშზე და იმ ფაქტთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს მოკვლევა“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები