0 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ზურაბიშვილმა ტრამპის განცხადება გააზიარა, სადაც ის ჯო ბაიდენს "მძინარას" უწოდებს

 საქართველოს პრეზიდენტმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე, დონალდ ტრამპის განცხადება გააზიარა, სადაც იგი შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს "მძინარას" უწოდებს.

საქართველოს ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ პოსტი სალომე ზურაბიშვილს არ გაუზიარებია. ტექნიკური შეცდომა სოციალური მედიის მართვის მენეჯერმა დაუშვა, რომელიც მალევე გამოასწორეს. პრეზიდენტის გვერდზე დონალდ ტრამპის პოსტი დაახლოებით ერთი საათი იდო, ის ამჟამად წაშლილია.

„ადგილი ჰქონდა ტექნიკური ხასიათის შეცდომას, სოციალური მედიის მართვის მენეჯერმა სამწუხაროდ დაუშვა შეცდომა. თავად სოციალური მედიის მართვის მენეჯერმა აღმოაჩინა შეცდომა და თვითონვე მოახდინა მისი წაშლა. რა მომენტში გაიპარა შეცდომა სამწუხაროდ არ ვიცი,“-განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები