0 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"სამართლიანობის მთავარი პრინციპია, რომ თანაბარი მოპყრობით უნდა ისარგებლოს ყველა პირმა" - ეკა ბესელია ჯიბღაშვილის საქმეზე

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ეკა ბესელია ჯიბღაშვილის გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ  მსგავსი შემთხვევები უსამართლობის განცდას ბადებს.

„ნარკოტიკული ნივთიერების რაოდენობა არის განმსაზღვრელი კვალიფიკაციის. ამის დაფარვა უბრალოდ წარმოუდგენელია. ბრალის დოკუმენტშიც უნდა ეწეროს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მაკვალიფიცირებელი გარემოება, რომლითაც უნდა შეფასდეს ქმედების შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია. სამართლიანობის მთავარი პრინციპი არის, რომ თანაბარი მოპყრობით უნდა ისარგებლოს ყველა პირმა კანონის თავსებადობის შემთხვევაში, როდესაც კანონის მიმართება ხდება მის ქმედებასთან. ეს და სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება ბადებს უსამართლობის განცდას და ეს ერთ-ერთი კრიტიკის საგანია,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ორდღიანი პატიმრობის შემდეგ, მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი გათავისუფლდა. მან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულება გვიან ღამით, მას შემდეგ დატოვა, რაც გირაო გადაიხადა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები