პოლიტიკა
„ისეთი ისტერიკა მოაწყო კობახიძემ, ბიძინა ივანიშვილმა უთხრა - შენ ავად ხომ არ ხარო?“
2019-03-28 13:09:46
„ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს ბოდიში მარტო ეკა ბესელიასთვის კი არა, ბიძინა გეგიძისთვისაც მოახდევინა, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
„მე მაშინ ვთქვი, კობახიძე უნდა გადადგეს პოსტიდან-თქო. ივანიშვილიც იქ იყო, ისტერიკა, რომ მოაწყო კობახიძემ გეგიძესთან მიმართებაში.
ბიძინა ივანიშვილმა უთხრა: შენ ავად ხომ არ ხარო? ისეთ ისტერიკაში იყო კობახიძე. სწორედ მაშინ, ბესელიას რომ მოუხადა ბოდიში, გეგიძისთვისაც მოახდევინეს.
მერე ბიძინა ივანიშვილი უბნებოდა პაპუაშვილს, ქანთარიას და ფოფხაძეს შეშფოთებული: მე ნორმალური მეგონა და ეს ვინ ყოფილა, ცუდად მქონია საქმეო, მაგრამ მაშინ კობახიძე კვირიკაშვილის წინააღმდეგ სჭირდებოდათ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
კომენტარები