მსოფლიო
სტოლტენბერგი ზურაბიშვილს ხვდება
2019-03-25 11:25:19
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ოფიციალური მიღება მიმდინარეობს, მოგვიანებით კი, სალომე ზურაბიშვილი და იენს სტოლტენბერგი გაფართოებულ შეხვედრას გამართავენ.
იენს სტოლტენბერგს დღის განმავლობაში დაგეგმილი აქვს შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან.
ნატო-ს გენერალური მდივანი ასევე ეწვევა ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრება მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას.
სტოლტენბერგი საქართველოს 24 მარტს ეწვია, ვიზიტი დღეს დასრულდება.
კომენტარები