მსოფლიო
ზვიად კუპრავა :"ჩემი აქ ყოფნა არის შურისძიება"
2019-03-11 11:44:01
თბილისის საქალაქო სასამართლოში „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას პროცესი მიმდინარეობს.
"ჩემი აქ ყოფნა არის შურისძიება, აქ ვარ იმიტომ რომ, ხელისუფლების წარმომადგენლების სურვილი არის ეს," - ეს განცხადება, კუპრავამ, სასამართლო სხდომაზე გააკეთა.
სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იმ სამართალდამცავებს გამოკითხავენ , რომლებმაც სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კუპრავა დააკავეს.
ზვიად კუპრავას ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ბრალდება აბსურდულია.
ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის ბრალდებით ზვიად კუპრავა სამართალდამცავებმა 22 თებერვალს დააკავეს.
კომენტარები