0 5 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ბიზნესმენები გრძნობენ, რომ ხელისუფლების წინაშე ჭიაღუები არიან“ - რომან გოცირიძე

ჩამოტვირთვა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის თქმით, ბიზნესი საქართველოში სრულ ტერორშია, თუმცა ამაზე მხოლოდ ერთი ბიზნესმენი, ფადი ასლი საუბრობს.

 „ბიზნესი არის დატერორებული. ნუთუ საქართველოში არ არსებობს ერთი წარმატებული და ცნობადი ბიზნესმენი, რომელმაც შეიძლება თქვას, რომ TBC ბანკთან დაკავშირებული მოვლენა, ეს არის ბიზნესის განადგურება და ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის მოსპობა? მხოლოდ ფადი ასლი რატომ ლაპარაკობს?  იმიტომ რომ უცხოელია, აქვს უცხოური პასპორტი და ძნელად თუ მოექცევა ხელისუფლების რეპრესიის ქვეშ.

 როდესაც TBC გაუკეთებენ ამას, როდესაც ხაზარაძეს, რომელსაც სხვა კაპიტალიც გააჩნია, გაუკეთებენ ამას, ყველა ვინც ამას ხედავს გრძნობს რომ ისინი არიან ჭიაღუები ხელისუფლების წინაშე. რომელი რამე გამოიძიეს? რა თქმა უნდა, გამოძიება ამ საკითხში არ შეიტანს ნათელს“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები