0 5 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბიძინა ივანიშვილი მილიარდერთა რეიტინგში დაწინაურდა - მისი ქონება 4,9 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული

ჟურნალ „ფორბსის“ 2019 წლის მილიარდერთა რეიტინგში, ბიძინა  ივანიშვილის ქონება 4,9 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

აღნიშნული რეიტინგის მიხედვით, იგი 365-ე ადგილზეა მსოფლიოს მილიარდერებს შორის. გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით, ვანიშვილის ქონება 300 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბიძინა ივანიშვილს ჟურნალ „ფორბსის“ რეიტინგში 456-ე ადგილი ეკავა.

აღსანიშნავია, რომ „ფორბსის“ 2019 წლის რეიტინგში პირველ ადგილზე 131 მილიარდი აშშ დოლარით კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები