0 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

წერილის შინაარსი აღქმულია, როგორც დამოუკიდებელი არხის გაკონტროლების სურვილი - ტვ პირველის დამფუძნებლის საგანგებო განცხადება

"გამოქვეყნებული წერილის შინაარსი "ტვ პირველის" მხრიდან აღქმულია, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილი,"- ასე გამოეხმაურა TV პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც გიორგი გახარიამ მამუკა ხაზარაძეს გაუგზავნა. 

გზავნილის მიხედვით, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მიმართ სამი პირობაა წაყენებული, ერთ-ერთი "ტვ პირველს ეხება. წერილში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია პირველმა უნდა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეიმედის მსგავსად, ჩაერთოს ომში ოპოზიცის წინააღდეგ. 

ვატო წერეთელი განმარტავს, რომ "ტვ პირველი" მხოლოდ საკუთარი შემოსავლით არსებობს, რაც გამჭვირვალეა. ტელეკომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ არხი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით გააგრძელებს მუშაობას და არ ექვემდებარება არანაირ პოლიტიკურ ან სხვა სახის კონიუქტურას. 

"11 წლის წინანდელ საქმეში, რომლითაც ხაზარაძეს დაუპირისპირდნენ, მოგეხსენებათ, ჩემი კომპანიები და ინიციალებიც ფიგურირებს. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამის გამო შეიძლება მოეთხოვათ ხაზარაძისთვის გადმოეცა ჩვენთვის გზავნილი "ტვ პირველის" სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით... "ტვ პირველის" 100%-იანი წილის მფლობელი ვარ მე, ვახტანგ წერეთელი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ ტვ პირველი მხოლოდ საკუთარი შემოსავლით არსებობს და ეს შემოსავალი არის გამჭვირვალე. ამ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას განსაზღვრავს არხი და მისი ჟურნალისტები. არხის სარედაქციო პოლიტიკა არ ექვემდებარება არანაირ პოლიტიკურ ან სხვა სახის კონიუქტურასა და "ტრენდს," რასაც ადასტურებს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნები და ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტების რეპუტაცია. არხი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით გააგრძელებს მუშაობას და ეს არასდროს შეიცვლება პოლიტიკური კალენდრის მიხედვით. პატივისცემით, ვ.წ.

PS ეს კინო უკვე ნანახი მაქვს... პირველი სერია გადავიტანეთ,“- წერს ვატო წერეთელი.

შეგახსენებთ, რომ სკანდალური წერილი ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა. გზავნილის დასაწყისშივე გახარია TBC-ის დამფუძნებელს წერს, რომ გავლენიანი ბიზნესმენი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას აწარმოებს, ამიტომ ივანიშვილის ყველაზე გავლენიანი მინისტრი ხაზარაძეს სამ პირობას უყენებს.

პირველი-ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეიმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიცის წინააღდეგ. მეორე-ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობის" რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. მესამე-ტელეკომპანია "არტარეა," რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, ჩაერთოს პოლიტიკურ კამპანიაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები