0 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"პარტიაში დაიწყება პროცესი, რომელიც გააერთიანებს და გააძლიერებს პარტიას და ჩვენ მოვემზადებით არჩევნებისთვის," - ღარიბაშვილი

პოლიტიკაში უცვლელი რიტორიკით დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი - ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ მისი ამ ნაბიჯის მთავარი გზავნილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და პარტიის გაერთიანებაა. ღარიბაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად შესაძლო კენჭისყრის თაობაზე. უმრავლესობაში არსებულ განხეთქილებაზე საუბარს "ქართული ოცნების" ახალი პოლიტიკური მდივანი თავს არიდებს.

"მთავარი გზავნილი ჩემი მობრუნების პარტიაში არის ის, რომ ჩვენ ახლა გადავდივართ სხვა ეტაპზე. პარტიაში დაიწყება პროცესი, რომელიც გააერთიანებს და გააძლიერებს პარტიას და ჩვენ მოვემზადებით არჩევნებისთვის,"-აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები