0 5 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: ხმა სამარიდან, ასე შეიძლება შეფასდეს ექს-პრემიერ ღარიბაშვილის დაბრუნება პოლიტიკური საიქიოდან

ხმა სამარიდან, ასე შეიძლება შეფასდეს ექს-პრემიერ ღარიბაშვილის დაბრუნება პოლიტიკური საიქიოდან - ასე ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. 

"აღნიშნული მიუთითებს შემდეგს:

1. ივანიშვილის მაფიოზურ რეჟიმს არ დარჩა არანაირი რესურსი არც საზოგადოებაში და არც პარტიაში გარდა უსახო,კორუმპირებული ქიზიყური მაფიისა. 

2. ქვეყანაში განადგურებულია კანონიერებისა და პასუხისმგებლობის ცნებაც კი---როდესაც მილიარდების მომპარავი ღარიბაშვილ-თამაზაშვილ-ჯანყარაშვილის დაჯგუფება ციხის მაგივრად ბრუნდება პოლიტიკაში იქ დამთავრებულია სახელმწიფო როგორც ასეთი 

3. განხორციელდა კრემლის შეკვეთა ვინაიდან სწორედ ღარიბაშვილის ჯგუფი წარმოადგენდა შულავერის კომიტეტს ოცნების გარიჟრაჟზე,სწორედ მისი პრემიერობისას ოკუპანტები შეუდგნენ ჩვენი მიწების დაუსჯელ გადაღობვას ყველაზე აქტიურად და მათი მოცილება თავის დროზე დასავლეთის გემოვნებაშიც ჯდებოდა. 

ვულოცავთ ივანიშვილსა და პუტინს,თუმცა ვფიქრობ ქორწილი უპატარძლო იქნება,"- ნათქვამია ნათელაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები