0 5 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ღარიბაშვილის დაბრუნება პარტიის სერიოზული შევსება იქნება და ის გააძლიერებს პარტიულ მუშაობას"

თუკი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიაში დაბრუნდება, ეს სერიოზული შევსება იქნება - მმართველი პარტიის წევრი იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ყოფილი პრემიერი პოლიტიკაში დაბრუნდეს.

ხუნდაძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის დაბრუნების შემთხვევაში, გუნდში, განსაკუთრებით კი ძველ თანაგუნდელებში გაჩნდება განცდა, რომ ეს ერთიანი გუნდია. ხუნდაძე ფიქრობს, რომ ღარიბაშვილის დაბრუნდება პარტიულ მუშაობას გააძლიერებს.

„ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლი 2011-2012 წლებში. ვფიქრობ, ირაკლის დაბრუნება, თუკი ეს მოხდა, ეს იქნება პოზიტიური და ძველ თანაგუნდელებს შორის კიდევ ერთხელ გააჩენს განცდას, რომ ჩვენ ვართ ერთნი და თანამებრძოლები ერთმანეთს არ ვკარგავთ. ღარიბაშვილის დამსახურებიდან გამომდინარე, ეს პარტიის სერიოზული შევსება იქნება და ის გააძლიერებს პარტიულ მუშაობას. მაქვს პოზიტიური მოლოდინი და სიამოვნებით მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას“-განაცხადა ხუნდაძემ.

"კურიერის" ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტია "ქართულ ოცნებაში" ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ბრუნდება. ამის შესახებ "კურიერს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. 

ამ წუთებში "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება. 

წყარო "რუსთავი2"-ს უყვება, რომ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარტიაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. ივანიშვილმა პარტიის წევრებს უთხრა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ერთადერთია, ვისაც პარტიაში არსებული კრიზისის მოგვარება შეუძლია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები