0 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ ყველას პირში ვეუბნები.. ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების"

ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, რომლებმაც დღეს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადების შესახებ ჰკითხეს.

გახარიას თქმით, ის წერილებს არ წერს და სათქმელს ყველას პირდაპირ ეუბნება.

„ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა. სხვა ყველაფერი არის ტყუილი. მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ ყველას პირში ვეუბნები. მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში, ბიზნესში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. შანტაჟის ენით საუბარი საერთოდ საჯარო პოლიტიკიდან უნდა გაქრეს და მიუხედავად ამ შანტაჟის ენით საუბრისა, ყველას მოუწევს, პასუხი აგოს, როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ის ყოველთის მზად არის, პარლამენტში მისასვლელად.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები