0 5 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური “პატრიოტთა ალიანსს” უერთდებიან

სოციალ-დემოკრატების ლიდერის, გია ჟორჟოლიანის თქმით, ის და მირიან წიკლაური ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსს” უერთდებიან. მისი თქმით, ისინი ერთობლივად მუშაობას ახალი კონფიგურაციით – “პატრიოტთა ალიანსი და სოციალ -დემოკრატები“ გააგრძელებენ.

“მივიღეთ გადაწყვეტილება მე და მირიან წიკლაურმა და “პატრიოტთა ალიანსმა”. ერთობლივად გავაგრძელებთ საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ -დემოკრატები“. აი ასეთი კონფიგურაციით გავაგრძელებთ პარლამენტში საქმიანობას,”-განაცხადა ჟორჟოლიანმა რუსთავი 2-თან სატელეფონო ინტერვიუში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები