0 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე - ეს მდგომარეობა იგივეა, რომ მამას 27 წლის შვილთან ურთიერთობა აუკრძალო

არსებული მდგომარეობა იგივეა, როცა მამას 27 წლის შვილთან ურთიერთობას უკრძალავ, - ასე შეაფასა არსებული ვითარება „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ხაზარაძის თქმით, რეგულატორის მოთხოვნის საფუძველზე ის მზად იყო გადამდგარიყო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან, თუმცა მათ ხაზარაძის საბჭოდან მთლიანად წასვლაც მოითხოვეს.

„ჩვენ არასოდეს რეგულატორთან პრობლემა არ გვქონია და კამათი. მათ თქვეს რომ არა, თქვენი თავმჯდომარეობიდან და მოადგილეობიდან გადადგომა არ არის საკმარისი, თქვენ საბჭოდანაც უნდა წახვიდეთ. ეს დაახლოებით გავს იმას, რომ 27 წლის შვილთან არ მოგცენ ურთიერთობის უფლება, წელიწადში 4 ჯერ ნახო და მოუსმინო რას აკეთებს ის. ეს დაახლოებით იგივეა, მამას რომ აუკრძალო შვილთან ურთიერთობა. მე ვუთხარი, რომ იქნება კიდევ ორი ადამიანი დაამატოთ დამოუკიდებელი. ჩვენ ლონდონის ბირჟას ვთხოვთ, რომ 7 გავზარდოთ 9-მდე და ჩვენ გვქონდეს საშუალება ვიჯდეთ და მოვუსმინოთ იმიტომ, რომ 9 კაცში 2-მა კაცმა, წელიწადში 2 -ჯერ რა გავლენა უნდა მოახდინოს, მაგრამ თქვეს , რომ ეს კატეგორიული საკითხია,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები