0 5 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მადლობა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს გულთბილი მასპინძლობისთვის - სალომე ზურაბიშვილი


აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, ილჰამ ალიევმა სალომე ზურაბიშვილს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. 

საქართველოს პრეზიდენტი პრეზიდენტ ილჰამ ალიევს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.

"მადლობა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს გულთბილი მასპინძლობისთვის.

უფრო უშუალო და მეგობრულ გარემოში გავაგრძელეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერების ფორმებზე მსჯელობა.

ჩვენი პარტნიორობა გაიზრდება და გაღრმავდება ყველა მიმართულებით. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი, რაც მთელი რეგიონის გაძლიერებისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის საწინდარი იქნება,"- ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, პირველ ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები