0 5 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"პრობლემა გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური სისტემის სანდოობაზე"- იტალიის ელჩი თიბისი-ს საქმეზე

იტალიის ელჩი „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება. ანტონიო ენრიკო ბარტოლი მიიჩნევს, რომ მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა, გავლენა იქონიოს ეკონომიკური და ფინანსური სისტემების, ასევე მარეგულირებელი ორგანოების სანდოობაზე. მისი თქმით, მიმდინარე პროცესებს ყურადღებით დააკვირდებიან.

„ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანია, ყურადღებით ვადევნოთ თვალი ამ პრობლემას, რადგან ის გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური სისტემის, ასევე მარეგულირებელი ორგანოების სანდოობაზე. ასევე შესაძლოა, გავლენა იქონიოს მიკროსაფინანსო სტაბილურობაზეც. სწორედ ამიტომ ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას,“ - განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები