პოლიტიკა
ბიუჯეტიდან მივლინებებზე გაწეული ხარჯი 13.4 მლნ ლარით გაიზარდა
2019-02-26 17:48:36
ბოლო 5 წელში ბიუჯეტიდან მივლინებებზე გაწეული ხარჯი 13.4 მლნ ლარით გაიზარდა და 2018 წელს 78.1 მლნ ლარი შეადგინა.
ბიუჯეტის მონიტორის მონაცემების მიხედვით, ბოლო 5 წელში, მხარჯავი დაწესებულებების მიერ მივლინებებზე გაწეული ჯამური ხარჯი შემდეგნაირად გაიზარდა:
საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ყველაზე მეტი წილი კი შემდეგ უწყებებზე მოდის:
- პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 2.5 მლნ ლარი
- პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 1.7 მლნ ლარი
- მთავრობის ადმინისტრაცია - 2.7 მლნ ლარი
- იუსტიციის სამინისტრო - 1 მლნ ლარი
- საგარეო საქმეთა სამინისტრო - 2.5 მლნ ლარი
- თავდაცვის სამინისტრო - 40.8 მლნ ლარი
- შინაგან საქმეთა სამინისტრო - 4.2 მლნ ლარი
- ჯანდაცვის სამინისტრო - 2 მლნ ლარი
- გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 2.9 მლნ ლარი
- განათლების და მეცნიერების სამინისტრო - 4.1 მლნ ლარი
- ეკონომიკის სამინისტრო - 1.8 მლნ ლარი
კომენტარები