0 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ზურაბ აბაშიძე არის ჩემი სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და მას ჰქონდა შეხვედრა ივანიშვილთან, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ზურაბ აბაშიძისა და ბიძინა ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრასა და კონსულტაციებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უცნაურს ვერაფერს ხედავს. 

კითხვაზე ადასტურებს თუ არა გუშინ ივანიშვილ-აბაშიძეს შორის გამართული აუდიენცია ფორმალურ მმართველობას, პრემიერი ამბობს, რომ შეხვედრაში "განსაცვიფრებელი" არაფერია. 

მამუკა ბახტაძის განცხადებით, საკითხი მარტივია და ასე დგას - პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, შეხვედრა პარტიის თავმჯდომარესთან გამართა. 

"მე ამაში ვერ ვხედავ იმ განცვიფრების ქვეტექსტს, რაც მე კითხვაში ამოვიკითხე და ჩანდა. ზურაბ აბაშიძე არის ჩემი სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და მას ჰქონდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, როგორც მმართველი ძალის და მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან. ძალიან მარტივია ეს საკითხი,"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ პრაღაში დღეს აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა იმართება. გუშინ კი კონსულტაციები რუსეთთან ურთიერთობებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ, შუშის სასახლეში, ბიძინა ივანიშვილთან გაიარა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები