0 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მამუკა ბახტაძის განცხადებით, TBC-ზე არანაირი ზეწოლა არ ხორციელდება

"თიბისი" ბანკზე მიმდინარე ზეწოლაზე საუბარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს. განცხადება მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ბრიფინგზე გააკეთა. 

ბახტაძის თქმით, მისი მხრიდან არაერთხელ იქნა დაფიქსირებული, რომ თიბისი ბანკი არის ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ეკონომიკისთვის. პრემიერმა "თიბისი" ბანკისა და ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ეს იყო დადებითი სიგნალი. მისივე განცხადებით, ცალსახაა, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან, დამოუკიდებელ ფინანსურ ინსტიტუტზე მიმდინარეობდა ობიექტური ზედამხედველობის პროცესი. 

პრემიერი ინფორმაციას, რომ მან თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძისგან მიიღო წერილი, არ ადასტურებს. 

რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას - არ მივიდეს პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც სწორედ "თიბისი" ბანკის საკითხი, ბანკის დამფუძნებლებთან ერთად უნდა განიხილონ, პრემიერი ამბობს, რომ ეს ეროვნული ბანკის, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურის გადაწყვეტილებაა. 

თუმცა მამუკა ბახტაძე ასევე დადებითად აფასებს დამფუძნებლების საკანონმდებლო ორგანოში მისვლას და აცხადებს, რომ არსებულ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხები და შეფასების გაკეთება დემოკრატიულ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები