0 5 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე დღეს პარლამენტში მივა

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგომის მიუხედავად, დღეს, პარლამენტში მივა. 

ხაზარაძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „ევროპულმა საქართველომ“ მიიწვია.

„სამშაბათს, როგორც დავპირდი პარლამენტს და საზოგადოებას, ვიქნები კომიტეტის მოსმენაზე, რათა მშვიდად განვიხილო და გავაცნო საქმის დეტალები პარლამენტარებს და საზოგადოებას. ამავე დროს დამოუკიდებლად გავაგრძელებ ჩემი უფლებების სამართლებრივ დაცვას სასამართლო წესით, როგორც კერძო პირი საქართველოში და უცხოეთში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები