0 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვეს

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნუნუ ნესმიწვერიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეწყვეტის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მისი თქმით, განჩინება არ გასაჩივრდება და შუამდგომლობა არ იყო სათანადოდ წარდგენილი. ნემსიწვერიძის განმარტებითვე, თავდები უშუალოდ არ იყო წარმოდგენილი და მათ შესაბამისი განმარტება ვერ გააკეთეს.

დავით კირკიტაძის ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი კი ამბობს, რომ სრულად იქნა წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი.

"ისინი უზრუნველყოფენ კირკიტაძის ქცევას თითოეული იცნობს მის ბრალს და აცნობიერებს ვალდებულებას, რა ელოდებათ მათ. თითოეულს განმარტებული აქვს ბრალდების არსი. რა სხვა მეტი ინსტრუმენტი უნდა წარმოედგინა დაცვის მხარეს, უცნობია. შემდგომისთვის თითოეულ ადამიანს, მათ შორის პარლამენტის წევრს წარმოვადგენთ ადგილზე. თქვენი განმარტება არ ჯდება სამართლებრივ ჩარჩოში. ყველა მათგანს მოვიყვანთ სასამართლო დარბაზში და ეზოში და ვნახოთ, რას მოიმოქმედებთ თქვენ," - განაცხადა კონდახაშვილმა.

საქმის არსებით განხილვაზე დაცვის მხარემ 15 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა წარადგინა, რაც ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეწყვეტის საფუძველი იყო.

ამ წუთებში პროკურორი შესავალ სიტყვას წარმოთქვამს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები