0 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი კაპანაძე:" გურჯაანის სასამარლოს მოსამართლე, რომელმაც კირკიტას დაპატიმრების სანქცია გასცა, უვადოდ დანიშნეს"

"გურჯაანის სასამარლოს მოსამართლე, ნუნუ ნემსიწვერიძე, რომელმაც 16 დეკემბერს კირკიტას დაპატიმრების სანქცია გასცა, 11 დღეში, 27 დეკემბერს უვადოდ დანიშნეს" - ამის შესახებ ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე წერს:

"აქამდე ვიცოდით რომ გურჯაანის სასამარლოს თავმჯდომარეს, დავით ნარიმანიშვილს, რომელმაც კირკიტა 2018 წლის 17 დეკემბერს ციხეში გაუშვა და მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, იმავე დღეს იპოთეკა მოუხსნეს სახლზე. 

ახლა ირკვევა რომ გურჯაანის სასამარლოს მოსამართლე, ნუნუ ნემსიწვერიძე, რომელმაც 16 დეკემბერს კირკიტას დაპატიმრების სანქცია გასცა, 11 დღეში, 27 დეკემბერს უვადოდ დანიშნეს. 

1. ვინც წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, იპოთეკა მოეხსნა და ვალი გაუნულდა,

2. ვინც დაპატიმრების სანქცია გასცა და დღეს კირკიტას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო და არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ, არ გაითვალისწინა საქართველოს 15 ათასი მოქალაქის თავდებობა, რაც ხელმოწერით იყო დადასტურებული, უვადოდ დაინიშნა. 

სასამართლო კი არა, ივანიშვილის ქარვასლაა. 

სამართალი კი არა, გახარიას კანტორაა." - წერს კაპანაძე 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები