0 5 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პრეზიდენტი პატრიარქს შეხვდა - ,,კიდევ ერთხელ მივიღე ძლიერი სულიერი თანადგომა, რაც ჩემს საქმიანობაში მეტ ძალას მმატებს"

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

 პრეზიდენტმა ილია მეორესთან ბოლო პერიოდში ევროპის ქვეყნებში განხორციელებული ვიზიტების შედეგები განიხილა.

"დღეს შევხვდი მის უწმინდესობას.

ვისაუბრეთ ჩვენს ვიზიტებზე უცხოეთში. ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მაღალი ნდობა აქვთ საქართველოს მიმართ, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის უნდა გამოვიყენოთ.

ასევე, ვისაუბრეთ დიასპორის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან შეხვედრებზე, ქართველოლოგიის მიმართულების გაძლიერებასა და განვითარებაზე.

კიდევ ერთხელ მივიღე ძლიერი სულიერი თანადგომა, რაც ჩემს საქმიანობაში მეტ ძალას მმატებს,"-ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები